Monday, July 23, 2018

დღე მეეცხრე

ტრენინგის ბოლო მე-9 დღემ, ისე როგორც წინა დღისმეცადინეობებმაც, წარმატებით ჩაიარა.შევადგინეთ საქაღალდე პორტფოლიო. ასევე გავეცანით მეერვე მოდულს და მის შემადგენელ აქტივობებს.მუშაობის დასკვნით ნაწილში ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ ჩვენი სამუშაო პროექტების პრეზენტაცია,რომელმაცდამაკმაყოფილებლად ჩაიარა.პირადად მე ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა,კერძოდ როგოგ დავგეგმო და წარვმართო სასწავლო პროექტები.ყოველივე ამისთვის დიდი მადლობა ბატონ დომიტრი პოპოვს.

Friday, July 20, 2018

დღე მეერვე

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო: დაგეგმვა წარმატებისკენ, როგორ უნდა ვიმუშაოთ ნიჭიერ მოსწავლეებთან, სსსმ საჭიროების მქონე ბავშვებთან,როგორია მასწავლებლის როლი,როგორც ფასილიტატორის.ასევე გავეცანით პროექტის დაგეგმვის სქემას, დიფერენცირებულ სწავლებას.

Wednesday, July 18, 2018

დღე მეშვიდე

18 ივლისს ჩაგვიტარდა მე-7მეცადინეობა გავეცანით შეფასების რუბრიკებს , რომლებსაც გამოვიყენებთ ჩვენს პროექტში.დღევანდელი მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო იყო,რომ დრო როგორ გაგვეპარა ვერ გავიგეთ.

Monday, July 16, 2018

დღე მეექვსე

დღეს განვიხილეთ  თუ როგორ შევავსოთ მოსწავლის სასწავლო ნიმუშები,ნიმუშების შეფასებადა სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვას, მოსწავლის შეფასებისმეთოდებს, რუბრიკებს.

Sunday, July 15, 2018

დღე მეხუთე

ტრენერი ს დახმარებით შევისწავლეთ პორთფოლიოს ბლოგზეატვირთვა,დავეუფლეთ სასწავლო რესურსები თუ როგორ გამოვიყენოთ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Friday, July 13, 2018

დღე მეოთხე

დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო.ტრენერის დახმარებითდავამუშავეთ პროექტისშექმნის საკვანძო საკითხებიკითხვების სახეები, შეფასების სხვადასხვა მეთოდები, როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია.მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება პრაქტიკაში  თუ როგორ დავგეგმო პროექტი.

Monday, July 9, 2018

დღე მესამე

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, რომ  გავეცანით მოდული 2,რომელიც დამეხმარა თუ როგორ შევადგინოთ პროექტი.ტრენერმა ნაბიჯ-ნაბიჯ, გასაგები ენით მოგვცა განმარტებები,დავამუშავეთ საკვანძო სიტყვები,ინდიკატორები, სახეშეცვლილი ბლუმის ტაქსონომია.ნაწილობრივ დავამუშავე სასწავლო პროექტის ნიმუში.

Saturday, July 7, 2018

დღე მეორე

ტრენინგზე გავეცანით თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი.მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი იყო ნაყოფიერი.გავეცანით როგორ დავგეგმოთ პროექტი, შევადგინოთ ბუკლეტები, ვითანამშრომლოთ როგორც ბავშვებთან, ასევე როგორ ჩავრთოთ სამუშაო პოოცესში მშობლები. ვფიქრობ მიღებული ცოდნა დავნერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. 

Friday, July 6, 2018

დღე პირველი

. პირველ დღეს გავეცანითპროექტის მიზანს,მის დანიშნულებას.ჩამოვაყალიბეთ თუ რა საკითხებზე შეიძლება შევქმნათ პროექტები.ვისაუბრეთ პრობლემებზე,კონკრეტულად ჩემი საგნიდან გამომდინარე ავღნიშნე, რომ მოსწავლეებს უჭირთ ტექსტის ანალიზი, ქრონოლოგიისა და შესაბამისობისა და ჰორიზონტალური მხარეების დადგენა.